2025-09-23
გილოცავთ 2025/2026 სასწავლო წლის დაწყებას!
2025-09-17
ბრძანება უნივერსიტეტში ავტორიზაციის მოპოვების მიზნ ...
2025-09-03
მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ კანადის ქალაქ მონრეალში გამართულ გრან პრიზე, ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
✅ ბაზაძემ გრან პრის მეოთხედფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი სანგუკ ოჰი 15:14 დაამარცხა, ნახევარფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან კი 9:15 დათმო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
✅ ქართველმა მოფარიკავემ გრან პრიზე სულ 4 შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ სანდრო მსოფლიოს რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ხოლო კორეელი მსოფლოს ჩემპიონი სანგუკ ოჰი პირველ ადგილს იკავებს.
სანდრო, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, მწვრთნელთა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.