2025-09-23
გილოცავთ 2025/2026 სასწავლო წლის დაწყებას!
2025-09-17
ბრძანება უნივერსიტეტში ავტორიზაციის მოპოვების მიზნ ...
2025-09-03
მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები
Erasmus+ მობილობა ლექტორებისთვის
Erasmus+ მობილობა ლექტორებისთვის
გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ბულგარეთის ნაციონალურ სპორტის აკადემია ,,ვასილი ლევსკში“ მობილობისათვის. კონკურსის ფარგლებში ლექტორს დაუფინანსდება მგზავრობისა და მობილობის პერიოდში საზღვარგარეთ ყოფნის ხარჯები.
მობილობა მოიცავს ხუთ სამუშაო დღესა და შაბათ-კვირას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორის ხარისხის მქონე ლექტორებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა
საუნივერსიტეტო შერჩევა რომელიც მოიცავს 2 საფეხურს:
- დოკუმენტაციის წარმოდგენა (CV და წასაკითხი ლექციის მოკლე აღწერილობა ინგლისური ენაზე)
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თქვენი CV და ლექციის მოკლე აღწერილობა გამოაგზავნეთ მაილზე ir@sportuni.ge
განცხადების შევსების ბოლო ვადაა 20 იანვარი.